Sunday, July 10, 2016

მე-9 დღის  რეფლექსია.


დღევანდელ  დღეს მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, რომელიც იყო  ძალიან საინტერესო და ხმაურიანი, რა თქმა უნდა კარგი გაგებით. ჯგუფებმა წარმოვადგინეთ ჩვენი თემები, ერთმანეთს ვუსმავდით კითხვებს, რითაც ვიღებდით საინტერესო პასუხებს. იყო სადაო, საკამათო საკითხებიც, ვაძლევდით მეგობრულ რჩევებს, იყო პატარ- პატარა ხარვეზებიც, მაგრამ როგორც მოგვეხსენება, ეს ხომ წინ გადადგმული ნაბიჯია.

Saturday, July 9, 2016

მერვე დღის რეფლეფსია

პროექტზე დაფუძნებული სწავლების შეფასებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის სწავლის შედეგების მისაღწევად. საგაკვეთილო პროცესში  შეფასება ერთ- ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. შეფასება მუდმივი პროცესია და პროექტის  განხორციელების პროცესში მიმდინარეობს.
 სასწავლი პროცესში მასწავლებლები  ავლენენ მოსწავლეთა საჭიროებებს და ადაპტირებას უკეთებენ სწავლებით მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით.

Wednesday, July 6, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია
დავასრულე პრეზენტაციაზე მუშაობა, დავხვეწე შინაარსობრივად.  მოვიძიე შესაბამისი სურათები და  პრეზენტაცია  და  გამოვაქვეყნე ბლიგზე.
ვიდეო  პორტალიდან, იუთუბიდან, გადმოვიტანე ვიდეო.

ქართული ღვინო. ტრადიცია და კულტურა. Georgian wine. Tradition and culture

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, July 3, 2016

მეექვსე დღის რეფლეფსია
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ვინაიდან განვიხილეთ მოდული -კავშირები და დავიწყე მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, რაც დამეხმარება სწორად დავგეგმო  მოსწავლის შეფასება.

Saturday, July 2, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია
პროექტზე დაფუძნებული სწავლება დიდად აქტუალურია დღევანდეელ დღეს, თუმცა პედაგოგთა ის ნაწილი, რომლებიც ტრადიციულ მეთოდებს მისდევენ, ხშირად არ იზიარებენ ახლებურ მეთოდებს და უნდობლობაც უცხადებენ მათ, ბუკლეტის მიზანია დავარწმუნო მშობლები, ადმინისტრაცია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას მოსწავლეებისათვის და მათი წარმატებისთვის სკოლაში და სკოლის გარეთაც.
მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა  გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.      
არსებობს შეფასების ხუთი ძირითადი მიზანი , რომელიც მოსწავლის წარმატების წინაპირობაა.  განმავითარებელი შეფასება ეს არის რეკომენდაცია შედეგის გაუმჯობესებისათვის, განმსაზღვრელი კი უნარ- ჩვევების შეფასების საშუალებას გვაძლევს.

დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო.     გამიადვილებს   პროექტის დაგეგმვას.
ამ მოდულმა ,გარკვეული თვალსაზრისით, დამაფიქრა  ჩემს  როლზე სასწავლო  ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში და ის, რომ მეტად აქტიური ვიყო, ვფლობდე თანამედროვე ტექნოლოგიებს, მუდამ ვზრუნავდე საკუთარ განვითარებაზე . გავითვალისწინო მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი პროექტის დაგეგმვის პროცესში.